
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 21 839 ბავშვი შეადგინა.

საფრანგეთში დღეიდან სამედიცინო სფეროს ათასობით თანამშრომლისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უფლებამოსილების შეჩერება და ანაზღაურების გარეშე დარჩენა ემუქრებათ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3221 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 54 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს, ვისთვისაა კორონავირუსის ტესტი უფასო და ვისთვის - ფასიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ დღეიდან სწრაფი და PCR ტესტები ფასიანი გახდა.

13 სექტემბრიდან ვაქცინარებული პირების წახალისების მიზნით ლატარია დაიწყება. შესაბამისი განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

საქართველოში 12 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 491 371 აცრა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

კორონავირუსის ახალი ე.წ. „მიუ“ შტამის გავრცელება ბუნებრივია, ახალ რისკებს ქმნის. რამდენად სწრაფად გავრცელებადი იქნება ეს შტამი, ძალიან რთულია ამაზე ახლა, ამ ეტაპზე, საუბარი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების ტენდენციიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლების დიდ ნაწილში 4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება.