უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით უკრაინის დედაქალაქში რუსეთის დივერსიული ჯგუფები შევიდნენ.
პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ კიეველებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა.
"გვაქვს ინფორმაცია, რომ კიევში მტრის დივერსიული ჯგუფები შემოვიდნენ. ამიტომ, კიეველებს ვთხოვ: ფრთხილად იყავით, დაიცავით კომენდანტის საათის წესები. ვრჩები სამთავრობო კვარტალში ყველა მათთან ერთად, ვინც აუცილებელია ცენტრალური ხელისუფლების მუშაობისთვის," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ დედაქალაქ კიევში რუსეთის დივერსიული ჯგუფები შემოვიდნენ.
"არსებული ინფორმაციით, მტერმა მომნიშნა მე პირველ სამიზნედ. ჩემი ოჯახი - მეორე სამიზნეა. მათ სურთ უკრაინის განადგურება პოლიტიკურად, სახელმწიფოს მეთაურის განადგურებით.
ვართ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად, მარტო დავრჩით. ჩვენთვის ბრძოლა არავის უნდა. მათ არ უნდათ ჩვენი ნატოში მიღება, მათ ეშინიათ ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიების მოცემა"- განაცხადა ზელენსკიმ.