უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით უკრაინის დედაქალაქში რუსეთის დივერსიული ჯგუფები შევიდნენ.
პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ კიეველებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა.
"გვაქვს ინფორმაცია, რომ კიევში მტრის დივერსიული ჯგუფები შემოვიდნენ. ამიტომ, კიეველებს ვთხოვ: ფრთხილად იყავით, დაიცავით კომენდანტის საათის წესები. ვრჩები სამთავრობო კვარტალში ყველა მათთან ერთად, ვინც აუცილებელია ცენტრალური ხელისუფლების მუშაობისთვის," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, ვრცელდება ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მან დედაქალაქი დატოვა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის ოკუპანტების ნომერ პირველ სამიზნედ ითვლება, რჩება დედაქალაქში და აგრძელებს მუშაობას. ასევე უკრაინაშია მისი ოჯახიც.