უკრაინამ "ჰოსტომელის" აეროპორტზე კონტროლი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის რადაზე დაყრდნობით ვრცელდება.
დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ვიდეო კადრები საჰაერო იერიშების შესახებ, სადაც ჩანდა დასახლებული პუნქტის თავზე როგორ დაფრინავდა ავიაცია და გაიხსნა ცეცხლი.
ვიდეო მასალებს ადგილობრივები ავრცელებდნენ, რომლებიც ეჭვობდნენ, რომ რუსები აეროპორტისკენ მიემართებოდნენ, რაც გამართლდა კიდეც, თუმცა მხოლოდ რამდენიმე საათით. რუსეთმა აეროპორტზე კონტროლი მალევე დაკარგა.