არ უნდა შევუშინდეთ სიძნელეებს, სიძნელე მოდის და მიდის, ასევე სიხარული მოდის და მიდის, უნდა ვიყოთ რეალისტები, სასოწარკვეთილებაში არ ჩავვარდეთ, დავეხმაროთ ერთმანეთს, – ამბობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე საახალწლო მილოცვაში.
პარლამენტმა ევროკავშირის, ნატოსა და სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის ჯარიმების დაწესებას მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა.
ქალბატონ ვიოლას ამ საახალწლოდ ნუ ვაშფოთებთ, არ არის ეს აუცილებელი, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. ქალბატონ ვიოლას ვურჩევდი, ნუ შეშფოთდება, - ასე შეაფასა უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადება, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო, შეშფოთებულია.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა და ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივის შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამა გაგრძელდება და იანვარში, აცრის შემთხვევაში 200 ლარს 50 წელს ზემოთ ადამიანებიც მიიღებენ.
ერთ-ერთი თეორიაა, რომ შესაძლოა, „ომიკრონი“ კოვიდპანდემიის დასასრულის დასაწყისი გახდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, სოციალურ ქსელში "ომიკრონის" შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტი წელსაც თავაზობს მკითხველს ახალი წლის სუფრის ინდექსს. ამ ინდექსით დათვლილია, თუ რა უჯდება სტანდარტული საახალწლო სუფრა 5-6-სულიან ოჯახს საქართველოს თითოეულ რეგიონში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.