უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს ადრიანად, კიევის რეგიონში, ქალაქებში - ვასილკოვში, ბილა - ცერკვასა და კალინოვკაში სარაკეტო დარტყმებმა ხუთსართულიანი საერთო საცხოვრებელი და ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაანგრიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ბილა - ცერკვაში საერთო საცხოვრებლისკენ, დახმარების აღმოსაჩენად სახელმწიფო სასწრაფო დახმარების სამი ბრიგადა მიემართება.
სასწრაფო დახმარების განყოფილებები ვასილკოვსა და კალინოვკაში ორ ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსთან ვერ მიდიან, ვინაიდან, დაბომბვა გრძელდება.