უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების პირველი რაუნდი დასრულდა. ამ ეტაპზე, მხარეები მსჯელობენ მეორე რაუნდის შესაძლებლობასაც.
როგორც ჟურნალისტებთან ზელენსკის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი ამბობს, რომ შეხვედრისას განიხილებოდა ისეთი პრიორიტეტული საკითხები, როგორიცაა უკრაინის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტაა.
„მხარეება განსაზღვრეს პრიორიტეტული თემები, გამოიკვეთა გარკვეული გადაწყვეტილებები. იმისთვის, რომ მოხდეს მათი იმპლემენტაცია, მხარეები კონსულტაციისთვის დაბრუნდნენ თავიანთ დედაქალაქებში,“ – ამბობს პოდლიაკი.
რაც შეეხება რუსულ მხარეს, მისი წარმომადგენელი ვლადიმერ მედინსკი აცხადებს, რომ – „ვიპოვეთ რამდენიმე წერტილი, რომლითაც შეიძლება საერთო პოზიციების პროგნოზირება და რაც მთავარია, შევთანხმდით მოლაპარაკების პროცესის გაგრძელებაზე“.