"არავის თვითმიზანი არ არის რეგულაციებისა და შეზღუდვების არსებობა და შემოღება", - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აცხადებს, რომ სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 70% ვაქცინირებულია.
გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველო უახლოეს პერიოდში სპეციფიურ „პისიარ“ ტესტებს მიიღებს, რომელსაც კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ სადიაგნოსტიკოდ გამოიყენებენ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა.
დღეიდან, ე.წ "მწვანე პასპორტი" ამოქმედა. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR- ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ საქართველოშიც გამოჩნდება და ახლა მნიშვნელოვანია, რომ ახალი შტამის შემოსვლის პერიოდი მაქსიმალურად გადაიწიოს.
პირველ რიგში, ჩემი შეცდომაა ეს სასამართლო - შეცდომა, რომ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო, შეეხო ძალიან ბევრ ჩემს თანამემამულეს და ახლა მეხება მეც და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ახლა 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას მიმართა.
პირველად საქართველოში მხატვრებისთვის და ხელოვნების მოყვარულთათვის და არამარტო, ადამიანებისთვის, ვისაც უბრალოდ უყვარს და პატივს ცემს მხატვრობას სწორედ მათთვის ონლაინ არტ პლატფორმა Riabid.ge შეიქმნა.