ევროკავშირი საქართველოსა და მოლდოვასაგან წევრობის შესახებ განაცხადის მისაღებად მზადაა, - ინფორმაციას Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ვინაობას არ ასაჯაროვებს.
მისი თქმით, განცხადებების მიღება მოახლოვებულია.
შეგახსენებთ, გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო დაჩქარებული წესით ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს ოფიციალურად 3 მარტს წარედგინება.