
მე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ მინისტრი არ დავუშვებ ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციას" - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ თელავში ჟურნალისტის შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ლისის ფერდი კვლავ დაიძრა, ამის მიზეზად ის მშენებლობებს ასახელებს.

ყველაზე მაღალი რისკი, რაც ახლა სააკაშვილს ემუქრება, არის გულის გაჩერების რისკი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

24 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 948 787 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 024 099 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.0 %, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 923 970 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.4%.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ომარ არქანიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ის თავად ავრცელებს და დასძენს, რომ მეგობრობს პოლიციის ყოფილ უფროსთან, ლექსო რაფავასთან, რომელიც მიმდინარე კვირაში დააკავეს.

ანზორ მელიას წარმოდგენა არ აქვს თვითმმართველობაზე, არც მუნიციპალიტეტის მუშაობაზე, არ იცის ბიუჯეტი, არ იცის როგორ მუშაობს მუნიციპალიტეტი და საერთოდ რატომ აწვალებს ამ კაცს? - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, 22 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადება განმარტა და თქვა, რომ სენაკის მერად არჩევის შემთხვევაში კობა ნაყოფიას შეძლებს იმ მინიმუმის გაკეთებას, რაც ბიუჯეტით აქვს განსაზღვრული.

გალერეის გახსნის ღონისძიებას საქართველოს ვიცეპრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაესწრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის თანამშრომელმა ჭაბუკა რაფავამ თანამდებობა დატოვა. “მთავარი არხი” ყოფილ დეპუტატსა და შსს-ს მაღალჩინოსან თენგიზ გუნავაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რაფავამ თანამდებობაპროტესტის ნიშნად დატოვა ხობში მომხდარი ფაქტის გამო.

14 ოქტომბერს, 30 თუ 40-ათასიანი მიტინგი იყო, მობილობა, მიკროავტობუსებით ჩამოდიოდნენ ადამიანები, ნახევარზე მეტს პირბადე არ ეკეთა, სხვას რას უნდა მოველოდეთ?- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ეპიდვითარებასთან და ვაქცინაციის შემცირებულ ტემპთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.