უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი კიევში პრესკონფერენციაზე შეეხო ევროკავშირისა და ნატოს მხრიდან უკრაინის თავზე ცის დახურვის მოთხოვნას, რასაც ის რამდენიმე დღეა, მსოფლიო ლიდერებთან აყენებს. .
“თქვენ იცით, რომ უკრაინის ქალაქები იბომბება, ადამიანები იღუპებიან, წუხელ მთელი ოჯახი დაიღუპა, კიევში სამი ჭურვი ჩამოვარდა, ისინი ცენტრში ჩამოაგდეს. ჩვენ გვინდა ცის დახურვა, რადგან ჩვენს მოქალაქეებს კლავენ, ეს რაკეტები, ჭურვები, თვითმფრინავები მოფრინავენ რუსეთიდან, უკვე ბელორუსიდანაც.
სანქციებთან დაკავშირებით რაც ხდებოდა, ის ხდება ახლაც: მე ვითხოვდი პრიმიტიული სანქციების დაწესებას ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, ყველა ლიდერს ვთხოვე და ვარწმუნებდი, რომ ეს იმუშავებდა, რომ ისინი (რუსები) ვერ გაბედავდნენ შეტევაზე გადმოსვლას. რა პასუხიც გამცეს, ცნობილია. მადლობა ღმერთს, რომ ახლა არის ეს სანქციები და მუშაობს. მე ვითხოვდი ამ სანქციებს მაშინ, ისევე როგორც ვითხოვ ახლა: დახურეთ ცა!
მე მივმართე პრეზიდენტ ბაიდენს, შოლცს, მაკრონს, მგონი, ოცჯერ, ოცდაათჯერ დავრეკე, ყოველდღე მაქვს საერთაშორისო ზარები. მე ვეუბნები მათ: თუ თქვენ არ შეგიძლიათ ახლა დახუროთ ცა, როდის შეძლებთ? გვითხარით ვადა, როდის მოხდება ეს? რამდენი ადამიანი უნდა აფეთქდეს, რამდენი მოგლეჯილი ხელი, თავია საჭირო, რომ ცა დახუროთ? მე გავალ, დავითვლი და დაველოდებით…
და თუ თქვენ ამ ვადასაც ვერ ასახელებთ, თუ თქვენ არ გაქვთ იმის ძალა და სიმტკიცე, რომ დახუროთ ცა, მაშინ მე მომეცით თვითმფრინავები – ეს ხომ სამართლიანი იქნება? როცა ამ საკითხს ვაყენებ, მეუბნებიან: იცით, ჩვენ გვაქვს მოსაზრებები, უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი, იქ საჭიროა კერნჭისყრა…
მე გეუბნებით: სად არის თვითმფრინავები? ისინი ბევრია, ისინი ძვირია, მათი ფასი ადამიანის სიცოცხლეზე მეტი ღირს? კარგით, ჩვენ გამოვძებნით თვითმფრინავებს, ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს გამოშვებულს. შეგვიძლია ჩვენ ამ თვითმფრინავებით ვუპასუხოთ? არა რუსეთის ან ბელორუსის ტერიტორიაზე – ჩვენთან, უკრაინის მიწაზე ვუპასუხოთ იმ მოწყობილობებს, რითაც გვიტევენ, იმ ტანკებს?”, – კითხულობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
შეგახსენებთ, უკრაინაში ნატოს მიერ ცის დახურვის ალბათობაზე საუბრისას ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ცის დახურვის საკითხი არ განიხილება.