janmedi
ავერსი ნემო

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება, - ამის შესახებ პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმზე "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი" გახსნისას განაცხადა.

მისივე თქმით, ცხოვრების გამარტივებამ, ფასეულობებმა და იდეოლოგიებმა არ უნდა დაგვაკარგვინოს თავისუფალი ნება, სიყვარული, თანაგრძნობის უნარი, თავმდაბლობა და სინდისი.

„მეცნიერებამ, ტექნოლოგიამ, ინფორმაციისა და ცოდნის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ თანამედროვე ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა. რა თქმა უნდა, ეს დიდი სიკეთეა მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს.

ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას. ცოდნამ არ უნდა დაგვაშოროს რწმენას, პროგრესმა არ უნდა დაგვავიწყოს სულიერება. ცხოვრების გამარტივებამ, ფასეულობებმა და იდეოლოგიებმა არ უნდა დაგვაკარგვინოს თავისუფალი ნება, სიყვარული, თანაგრძნობის უნარი, თავმდაბლობა და სინდისი. დრონი იცვლებიან, მაგრამ ქრისტიანის მოწოდება უცვლელია: იღვაწოს და იცხოვროს უფლის რწმენით, ღვთისა და მოყვასისადმი სიყვარულით და თავდადებით“, - აღნიშნა პატრიარქმა.

65