jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

5 დეკემბერს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მცხეთის მუნიციპალიტეტში, ნატახტრის სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს 5 დეკემბერს, საღამოს 17:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 5 დეკემბერს, საღამოს 17:00 საათიდან 6 დეკემბრის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქი მცხეთაში - სამხედროს, გოგებაშვილის, გურამიშვილის, საგურამოს, მუხრანის, გამარჯვების, გმირის, ღვინჯილიას, ვაჟა-ფშაველას, აღმაშენებლის, მირიან მეფის, ფიქრის გორას, კალოუბნის, შიო მღვიმელის, გედევანიშვილის, ჭავჭავაძის, წმ. ნინოს, ივანე ჯავახიშვილის, მრევლიშვილის, პეტრე იბერიელის, კარიბჭის, კანდელაკის, კალანდაძის, უპეს, ანტიოქიის, მამულაშვილის, გამსახურდიას, კოსტავას, არსუკიძის, სანაპიროს, თავდადებულის, ერეკლე მეორის, ტოლბუხინების, რუსთაველის, წერეთლის, ბაგინეთის, მტკვრის, ქსნის და თაყაიშვილის ქუჩებს, ფარნავაზის მოედანს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

227