რუხისა და ბათუმის ჰოსპიტლები ონკოგინეკოლოგიური სერვისებისთვის საჭირო სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვა. ტექნიკა ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის კლინიკებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა გადასცა.
თანამედროვე ენდოსკოპიური აპარატი სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონის მოსახლეობას საშუალებას მისცემს, მიიღოს ის სამედიცინო მომსახურება, რომელიც მნიშვნელოვანია კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციისთვის. შესაბამისი ტრენინგები გაიარეს ექიმებმაც. პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების ცოდნის გაღრმავება ონკოგინეკოლოგიაში ხელს შეუწყობს კიბოს პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
საშვილოსნოს ყელისა და საშვილოსნოს ტანის კიბო საქართველოში გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნეების ათეულში შედის. დაავადების დაგვიანებით გამოვლენა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, ადრეული დიაგნოსტიკა კი საწყის ეტაპზე მკურნალობის ეფექტიანობას ზრდის. პროექტი მიმართულია სკრინინგული სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, საქართველოს რეგიონებში ონკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და კიბოს შესახებ მოსახლეობის
ცნობიერების ამაღლებაზე.
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასსა და სამედიცინო ჰოლდინგს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2022 წლის მარტში გაფორმდა. ჩეხეთის " მედევაკის" პროგრამის ფარგლებში ბათუმისა და რუხის ჰოსპიტლებს 142 000 ევროს ღირებულების ონკო-გინეკოლოგიური სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა.