კალიფორნიის შტატის ქალაქებში დევისსა და სან-ფრანცისკოში, ქართული ღვინის რიგით მეხუთე ფორუმი ტარდება. ფორუმის ორგანიზატორია საქართველო-ამერიკის ბიზნეს საბჭო, მხარდამჭერები - ღვინის ეროვნული სააგენტო და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო.
არანაირი თავდასხმა პოლონეთის სახელმწიფო საზღვართან არ განხორციელებულა – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო
ინფორმაცია პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების სავარაუდო ჩამოვარდნის შესახებ არის პროვოკაცია და სამომავლო ესკალაციის მიზანი, – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, უნგრეთში უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაინიშნა.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინპოლფორმაციით, ონეთ-უკრაინის საზღვართან, სოფელ პშევოდოვში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პანდემიის შედეგად არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს აქვს პროგრესი ყველა მიმართულებით.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ღრმაწყლოვანი ციფრული კაბელი, რომელიც დააკავშირებს ჩვენს ძირითად ქსელებს. აქაც მუდმივი კავშირი დამყარდება ჩვენ შორის, - ამის შესახებ საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, დღეს, 15 ნოემბერს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვევა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ნოემბერს ზოგან იწვიმებს, ღამით მაღალმთაში მოთოვს.
კონგრესის შუალედურმა არჩევნებმა ამერიკული დემოკრატიის სიძლიერე და სიმტკიცე აჩვენა, – ამის შესახებ აშშ-ის, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთმა კანადის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, კანადის 100 მოქალაქე, მათ შორის მსახიობი ჯიმ ქერი შავ სიაში შეიყვანა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.