
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შვებულება შეწყვიტა, ლონდონში დაბრუნდა.

სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა პოლონეთში ქალაქ პოზნანთან ახლოს მომხდარ ავტოკატასტროფაში.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ მას ფორმალურად არ მიუღია გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს მისი სურვილია.

თბილისის მერიის ცნობით, ქეთევან დედოფლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 22 ოქტომბრის 00:00 საათიდან ბოჭორმის ქუჩის მონაკვეთზე - იალბუზის ქუჩიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით, მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება და გადაადგილების სქემა შეიცვლება.

ძალიან სამწუხაროა, რბილად რომ ვთქვა, ის ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს და ალბათ ეს უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა, საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებში, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის განაჩენზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

"მე ახლა ვიწყებ რეალურ ბრძოლას" - წერს ნელი დოროყაშვილი სოციალურ ქსელში და მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვრცელი პოსტით ეხმაურება.

უკრაინაში პუტინის ომს კიდევ ერთი ქართველი შეეწირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.

კარგი იქნება, მეტად გაერკვეს საერთაშორისო სამართალში, საერთაშორისო ურთიერთობებში და მსგავსი ტიპის კრიმინალური განცხადებები აღარ გააკეთოს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველ ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებენ, რომ ირანი რუსეთს უპილოტო თვითმფრინავებს აწვდის.