
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ცესკოს წევრები სახელმწიფო კომპენსაციას მიიღებენ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 იანვარს ამინდი განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული შედარებით თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.

ბრიუსელში, დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრებენ, - ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა.

იტალიის უდინეს პროვინციაში ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობისა და დამზადებისთვის 19 ქართველი ქალი დააკავეს.

საქართველოს მილიონობით მოქალაქის პირადმა მონაცემებმა გაჟონა, - ამის შესახებ სტატიას გამოცემა Cybernews-ი ავრცელებს.

პრაქტიკულად, [აშშ-ის] ახალი კაბინეტის ყველა მინისტრს შევხვდი - საშუალება მქონდა, მეთქვა, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, სადაც ვაშინგტონში ვიზიტი შეაჯამა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საგარეო დახმარების პროგრამები დროებით შეაჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კიბერთავდასხმა ჰაკერულ ჯგუფ Anonymous-სთან აფილირებულმა ქართველმა ჰაკერებმა განახორციელეს. ამის შესახებ განცხადებას ჰაკერული ჯგუფი Anonymous პლატფორმა X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.