საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე საუდის არაბეთის განვითარების ფონდის (SFD) აღმასრულებელ დირექტორს, სულთან აბდულრაჰმან ალ მარშადს შეხვდა.
შსს-მ კონტეინერებში ფარულად მოთავსებული 298 კილოგრამი „ჰეროინი“ ამოიღო, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 85 მილიონი ლარია.
ვფიქრობთ, ზედმეტი იქნება ეუთო/ოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა საბჭო 23 ივნისის სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავს.
ევროპარლამენტში ხვალ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები გაიმართება.
აშშ-ის „ჰელსინკის კომისია“ აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს და რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება ამის ერთ-ერთი მაგალითია.
დღეს ელჩი დანიგანი და უფროსი მრჩეველი ტოლკე საგარეო საქმეთა მინისტრს, ბოჭორიშვილს შეხვდნენ, რათა განეხილათ აშშ-საქართველოს ურთიერთობა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
მინისტრი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე საბავშვო ბაღების, გზებისა და წყალმომარაგების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს და ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
16 და 17 ივნისს თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია.
რევაზ სოხაძემ მოადგილეებთან, საქვეუწყებო სამსახურებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა გზების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მიმდინარე პროექტები და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსაც გაეცნო.