ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით იმედგაცრუებულია, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბაიდენის მხრიდან მიწერილ წერილში წერია, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
86 წლის ასაკში მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
საქართველოს ლეგენდების ნაკრები იტალიური „მილანის“ ლეგენდების წინააღმდეგ იასპარეზებს. მატჩის გამართვა დღეს ოფიციალურად გადაწყდა.
საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა და იარსებებს კითხვები, რატომ ჩააბარეს კოდორის ხეობა, რატომ მოხდა, რომ რამდენიმე თვით ადრე დაარქვეს ზემო აფხაზეთი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, 50.1 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს.
16 წლის შემდეგაც რუსეთი აგრძელებს საქართველოს განუყოფელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 16 წლისთავთან დაკავშირებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიზანია, რომ არაფერი აერთიანებდეს ქართულ საზოგადოებას, მათ შორის, ომის დაწყების თარიღიც კი.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს ოცნებად ჰქონდათ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილიყო.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.