პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მხოლოდ მას შემდეგ მიღებული, რაც უკვე სისტემური ხასიათი შეიძინა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევამ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.
კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის მიზანია, პრეზიდენტმა დატოვოს თანამდებობა.
„როდესაც იმპიჩმენტს აღვძრავთ, ეს, მათ შორის, ჩვენი გადმოსახედიდან ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად. შესაბამისად, იმპიჩმენტის საბოლოო მიზანი არის ის, რომ, წესით, პრეზიდენტი უნდა წავიდეს საკუთარი თანამდებობიდან. 100 ხმის მოლოდინი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ვარაუდი, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედით არღვევდა კონსტიტუციას. შეიძლება, ჩვენ არ გვქონდეს იმედი, რომ 100 ხმა მოგროვდება, მაგრამ ჩვენი მიზანი და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ, წესით, პრეზიდენტი უნდა წავიდეს საკუთარი თანამდებობიდან. საკონსტიტუციო სასამართლო დადებთ დასკვნას თუ წარმოადგენს პარლამენტის წინაშე კონსტიტუციის დარღვევაზე, ყველა შესაბამისი დეპუტატი მხარს დაუჭერს იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის გადაყენებას. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განზრახვა“, – განაცხადა კობახიძემ.