ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ ისრაელში მყოფი და საქართველოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის დამატებითი რეისი ჩაინიშნა.
საქართველოს პრეზიდენტი,სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქართულმა ავიაკომპანიამ უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.
სოციალური ქსელებით საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ ვრცელდება მცდარი ინფორმაცია 2024 წელს დაგეგმილი საყოველთაო აღწერის მეთოდოლოგიის შესახებ და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანის მცდელობას.
თიბისის და ქუთაისის მერიის ინიციატივით, ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ.
საქართველოს მოქალაქის დაშავების, დაკარგვის ან გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საელჩოში არ შემოსულა, – ამის შესახებ ისრელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.
სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 85 ფაქტი გამოავლინეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ოქტომბერს დღისით 10 ოქტომბრის ღამის საათებამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი წვიმა, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარედ საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა და ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილასაა.
ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების შესაბამისი ზომები.