jan-medi
ავერსი ART WINDOWS

 საქართველოში ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, გუდნი იოჰანესონის ვიზიტი დაიწყო.

გუდნი იოჰანესონის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა ისლანდიის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ამასთან, დაგეგმილია ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

93