საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
        აშშ-ი რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს.
        ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ, ბევრი რეფორმა განვახორციელეთ და ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
        საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომა გაიმართა.
        ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ბრიტანელი ღვინის მაგისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ხელმძღვანელი სარა ებოტი და ღვინის პროფესიონალების 12-კაციანი ჯგუფი იმყოფება.
        გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამონადირეო მეურნეობა შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასთვის“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ტყის ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია.
        მოლოდინი გვაქვს, რომ ევროკავშირი პოლიტიკურად კიდევ ერთხელ დაფიქრდება, რომ აქვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდოამრე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
        დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, 8 სექტემბერს, 2014 წლის საიმიგრაციო, სამგზავრო ტრანზიტის ვიზის შესახებ ბრძანებაში შევიდა ცვლილება.
        გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-14 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, ხოლო 15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
        დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი, 2023-2024 სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება.