სტუდენტებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს.
სტუდენტების თქმით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ როგორც ლექტორმა თსუ-ს უნივერსიტეტის სტუდენტების ხმა უნდა გაიგოს.
მსვლელობისას სტუდენტები სკანდირებდნენ: “საქართველო, საქართველო!”, “არა რუსულ კანონს!”.
მათი, ასევე, გააჟღერეს ევროკავშირის ჰიმნი.
მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში სტუდენტები საუბრობენ, თუ რატომ არის “უცხოური გავლენას გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი რუსული.
ახალგაზრდები თავდაპირველად მსვლელობას თსუ-ს მიმართულებით გეგმავდნენ.