თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებიდან 14-ის სასამართლო პროცესი გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანის სხდომა გადაიდო და ისინი სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ.
ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესი 24-25 აპრილს დაინიშნა.