მისივე თქმით, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ევროპარლამენტიდან, სენატიდან და კონგრესიდან ადამიანის უფლებების ფეხვქეშ გათელვის შესახებ კრიტიკა არ ისმოდა.
„მინდა, ხალხს ვუთხრა შემდეგი ინფორმაცია, დღეს ქვეყანაში ოფიციალურად რეგისტრირებული არის 31 041 არასამთავრობო ორგანიზაცია. ამდენ არასამთავრობოს თითო წარმომადგენელი მაინც ხომ ეყოლება, ერთი კაცი, დირექტორი მაინც ხომ ეყოლება. თუ ეს ხალხი გამოვა, მაგის მესამედი ვნახეთ რუსთაველზე, ამაში უჩვეულო არაფერი არის. რაც უნდათ, ის გააკეთონ, შეიკრიბონ. სხვათა შორის, მინდა, ასეთი კითხვა დავსვა, სააკაშვილის მმართველობის დროს თუ ყოფილა კრიტიკა ევროპარლამენტიდან, ან სენატიდან, კონგრესიდან, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის შესახებ. ადამიანებს კლავდნენ პირდაპირ ქუჩაში, ხვრეტდნენ ახალგაზრდებს, ციხეებში აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესს ართმევდნენ, არეკეტებდნენ, – გამოხმაურება იყო ნული. ჩვენი ხალხი იყო ბედის ანაბარა მიტოვებული, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, მისასალმებელია, რომ აქციები სხვადასხვა დღეს იმართება.
ყოველთვის შევახსენებ საზოგადოებას და ჩვენს კრიტიკოსებს, 2012 წელს რომ არ მოსულიყო ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, ქვეყანა აღარ გვექნებოდა. არ გახსოვთ რა ხდებოდა?! მედია არ არსებობდა, სად იყო მედია, რა მედია იყო, სააკაშვილის რუპორები იყვნენ. სასამართლო არ არსებობდა, პროკურატურა არ არსებობდა, ყველაფერი ჰქონდა ამ ადამიანს საკუთარი ინტერესების გამტარებლად მოქცეული. დღეს თავისუფლებაა. სასამართლოზე რომ ლაპარაკობენ, ჩვენს ქვეყანას კანონის უზენაესობის რეიტინგებში პირველი ადგილი აქვს აღმოსავლეთ ევროპისა და ფართო რეგიონის მასშტაბით, ვუსწრებთ ევროკავშირის ათზე მეტ ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას. ამაზე ისაუბრონ, ამაზე ეფიქრათ, ამხელა დიქტატორი რომ გამოიზარდა და ეს მანიაკი, ლამის ქვეყანა გადააყოლაა, ომი და უბედურება შემოიტანა. არ დავუშვებთ არავითარ პროვოკაციებს. კარგია, რომ ეს აქცია იმართება სხვა დღეს და არ დაამთხვიეს, ეყოთ გონიერება, მისასალმებელია. 28-ში, ბზობის დღეს როგორ შეიძლება, მაგრამ გასაგებია მათი ეს მრწამსი და დამოკიდებულება. აქცია გაიმართება კვირას, ორშაბათს ჩვენი აქცია გაიმართება და მგონი, ყველაფერი კარგად იქნება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.