აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინა მხარეს პოლიციის ბარიკადები მოარღვიეს. ისინი სამართალდამცველებს სხვადასხვა ნივთებს ესვრიან.
აქციაზე ვითარება კვლავ დაძაბულია. სამართალდამცველები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის პრეის და წყლის ჭავლს ერთდროულად იყენებენ.
მოქალაქეები, წინააღმდეგობის მიუხედავად, არ იშლებიან.