რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ.
ამ წუთებში, გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი, პროტესტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.
ევროპელი დელეგატების სიტიტყვით მიმართვის შემდეგ შეკრებილები სკანდირებდნენ : “ მადლობა, მადლობა”. სიტყვით გამოსვლების შემდეგ საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები გაჟღერდა. დასასრულს ორგანიზატორებმა ევროპელ დელეგატებს ვარდები გადასცეს.