ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, 2024 წლის პირველ მარტს დაკავებულ იქნა სამი პირი.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ბერლინში, მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში – ITB BERLIN 2024 მონაწილეობენ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გაბუნია საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ შერაზ გასრის შეხვდა.
ჩემმა ქართველმა მეგობრებმა მითხრეს, ჩემი სახელი ქართულად ითარგმნება, როგორც გუდუნა ივანიშვილი.
საქართველოში ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, გუდნი იოჰანესონის ვიზიტი დაიწყო.
სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს დისკრედიტაციის კამპანიაშია ჩართული, აბსოლუტურად ლოგიკური იყო მისი ვეტო, რომელიც დაძლეული იქნება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებისთვის ვეტოს დადებას.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი ეწვია.
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.