ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს შეხვდა.
მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქალაქ გურჯაანში შეხვედრა გაიმართა.
აეროპორტების საერთაშორისო საბჭოს (ACI) იანვრის რეიტინგში ევროპის 450 აეროპორტს შორის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მესამე ადგილზე მოხვდა.
ბათუმის შემოვლითი გზის ურთულესი პროექტი, რომლის მშენებლობა მიმდინარეობს რთულ გეოლოგიურ პირობებში, ბევრი გამოწვევის მიუხედავად წელს დასრულდება.
დავით არახამიას განცხადებამ რეალურად დაადასტურა ის, რასაც ვამბობდით ჩვენს განცხადებაში, ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც აჩვენებს უკრაინის ხელისუფლების კონკრეტულად ეს წარმომადგენელი, ეს ძალიან დასანანი და სამწუხაროა, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ქუთაისის აეროპორტმა ACI (აეროპორტების საერთაშორისო საბჭო) რეიტინგებში მცირე ზომის აეროპორტებიდან საშუალო ზომის აეროპორტებს შორის გადაინაცვლა.
ჯივიპიმ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებაში ევროპული სტანდარტების დანერგვის პირველი ეტაპის შედეგები და მიმდინარე პროექტები წარადგინა. კომპანიის პირველი ეტაპის მთავარი მიზნები ავარიებზე რეაგირების დროისა და ოპერატიულობის მაჩვენებლების გაუმჯობესება იყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის შემადგენლობაში არავითარი საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა.
დღეს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს. ხოლო ერთი საათის შემდეგ, 11:00 საათზე, მთავრობის სხდომაა ჩანიშნული.