ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ „საქართველო უკეთესს იმსახურებს“.
„მისი დამოუკიდებლობის დღიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში, ახალი კანონის მიღება დემოკრატიული ღირებულებებისგან სახიფათო ჩამოცილებას წარმოადგენს. ის ქვეყანას ევროპისთვის ზურგს აქცევინებს.
ლიეტუვა ყოველთვის მხარს დაუჭერს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს და მის მამაც ხალხს.
ქალბატონო პრეზიდენტო, დარჩით მედგრად!", - წერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და პრეზიდენტს მიმართავს.
პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.