საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 4.0 პროცენტიანი მატება.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ხარაბაძესთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გამართა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, იესპერ მოლერს შეხვდა.
არამგონია, „ქართული ოცნებამ“ ეს კანონი გაიწვიოს, მიიღებს კანონს და მიიღებს პასუხსაც, პასუხი იქნება მათი მოშორება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს პარლამენტი 19 აპრილს უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ვუერთდებით ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს და მოვუწოდებთ საქართველოს, არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს ევროკავშირში სრული ინტეგრაციის შესახებ, – ამის შესახებ მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებიდან 14-ის სასამართლო პროცესი გაიმართა.
საფრანგეთი, ევროკავშირის მსგავსად, შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტით.