გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით, საქართველოს სასამართლო სისტემა ერთ-ერთი მოწინავეა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება) დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენა მიმდინარე კვირაში დასრულდება და მოძრაობა ორივე ზოლზე გაიხსნება.
„ჯორჯიან ეარვეისი“ ევრო 2024-სთვის დანიშნულ სპეციალურ პირდაპირ ფრენებზე ავიაბილეთების გაყიდვას იწყებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 აპრილს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით. პროგნოზის თანახმად, ქვეყანაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უნალექოდ, საქართველოში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.
უეფას პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველაზე ოპტიმისტ ოპოზიციონერსაც კი აღარ ეპარება ეჭვი, რომ ისინი არჩევნებში მარცხდებიან, რის გამოც ხავსს ეკიდებიან.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ონთან ახლოს რამდენიმე წუთის ინტერვალით ორჯერ დაფიქსირდა.