საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 15-17 აგვისტოს დევდორაკის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
უწყების განმარტებით, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 15, 16 და 17 აგვისტოს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.