დაკავებულია მხოლოდ 30 ადამიანი, 1000-მდე ადამიანიდან. ეს აჩვენებს იმას, თუ რამდენად მაღალია გამოძიების სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა საპროტესტო აქციებზე დაკავებულებზე საუბრისას.
ახალი ვიზუალის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გაცემა იწყება.
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ლანდშაფტის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სფეროში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ საგადასახადო შეთანხმების შემთხვევაში, „ბათუმელების“ ანგარიშებს ყადაღა მოუხსნას და შესაბამისი გრაფიკის მიხედვით, საშუალება მისცეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანება დაფაროს, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
არც გამჭვირვალობის კანონს და არც ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს - ყველაზე მთავარი არის ის, რომ 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ევროპული ბიუროკრატია დაამარცხა, - ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ადიგენის მუნიციპალიტეტში, უხვმა ნალექმა სერიოზული პრობლემები შექმნა.
სამწუხაროდ, ევროსაბჭოს ბოლო რეკომენდაციები დღეს უკვე ღიად ურთიერთშეუთავსებელ პოზიციაში წარმოაჩენს, ერთი მხრივ, ოჯახური ტრადიციების მხარდაჭერას და მოზარდების ლგბტ პროპაგანდისაგან დაცვას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვის პერსპექტივას, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში იმედგაცრუებას იწვევს,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება.
წამიერი ტკივილი არ განიხილება ტკივილად, - ამის შესახებ ექსპერტმა ნათია ხარატმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პროცესზე განაცხადა, სადაც ის მოწმის სახით იკითხება.