სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მარტში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 984 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 178 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 6%-ს შეადგენს.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მარტში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 1 095 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 309, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში – 14 შემთხვევა.
2026 წლის მარტში დევნის დაწყების მაჩვენებელი, სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით, ასე გადანაწილდა: ქურდობა – 355 შემთხვევა; მუქარა – 290 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 224 შემთხვევა; ძალადობა – 212 შემთხვევა; გაუპატიურება – შვიდი შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – ექვსი შემთხვევა; თაღლითობა – 230 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვა – 850 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება – 199 შემთხვევა.